კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლატფორმაზე Kidsy.ge!
ჩვენი პროექტის მთავარი მისიაა შევქმნათ სივრცე, სადაც მშობლებს შეეძლებათ მარტივად, ყოველგვარი ბიუროკრატიისა და რეგისტრაციის გარეშე, გააჩუქონ ბავშვის ის ნივთები, რომლებიც მათ პატარებს აღარ სჭირდებათ და ამავდროულად იპოვონ საჭირო აქსესუარები სრულიად უფასოდ.
ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, ტანსაცმელი, სათამაშოები, ეტლები თუ საწოლები ხშირად იდეალურ მდგომარეობაში რჩება. Kidsy.ge გაძლევთ შანსს, გაუზიაროთ ეს ნივთები სხვებს, შეამციროთ ზედმეტი ხარჯები და ერთად გავაკეთოთ კეთილი საქმე.
ჩვენ გვჯერა, რომ სიკეთე გადამდებია. გმადლობთ, რომ ხართ ჩვენი დიდი ოჯახის წევრი! ♥